სიკვდილის სამსახურში - ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მცველები - კვირის პალიტრა

სიკვდილის სამსახურში - ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მცველები

მათ თვალწინ დაიღუპა მილიონობით ადამიანი...

1939 წელს გერმანიამ პოლონეთში შეჭრის შემდეგ მასშტაბური საკონცენტრაციო ბანაკების შენება დაიწყო, სადაც თავდაპირველად პოლონელ პოლიტპატიმრებს ათავსებდნენ. აქედან მოყოლებული 1945 წლამდე მარტო ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1,4 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ამათგან 90% კი ებრაელი იყო. ბანაკს უამრავი სამხედრო მოსამსახურე იცავდა, რომელთა ნაწილიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სასამართლოს წინაშე სამხედრო დანაშაულისთვის გასამართლდა.

2017 წელს პოლონეთში საარქივო მასალები გამოქვეყნა, სადაც ბანაკში მომუშავეთა შესახებაა საუბარი. როგორც აღმოჩნდა, ბანაკის მცველთა ნაწილი, ომამდე ფერმერები, ვაჭრები და კიდევ სხვა უამრავი სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ გაზის კამერებში ადამიანთა გაგუდვასა თუ მათ დახვრეტაში (წყარო).

გთავაზობთ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მცველთა ფოტოგალერეას

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე