"ჯენტლმენობა" სვანურად - კვირის პალიტრა

"ჯენტლმენობა" სვანურად

სვანეთში ერთი კაცი ცხოვრობდა, მაიზერი, რომელიც მეზობლებში პათოლოგიური სიმთვრალით და სიმთვრალეში ჩხუბით გამოირჩეოდა.

ერთხელაც მთვრალი მაიზერი სოფლის გზაზე მოდიოდა, ის-ის იყო, სახლს მიუახლოვდა, რომ შემთხვევით მევალე მზია შეხვდა და ვალის დაბრუნება მოსთხოვა, კამათი ჩხუბში გადაიზარდა, გაბრაზებული მაიზერი სახლში გაიქცა, თოფი გამოიტანა და მევალეს ფეხებში დაახალა. მაიზერი დაიჭირეს. სასამართლო პროცესზე გაკვირვებულმა მოსამართლემ მაიზერს ჰკითხა:

- არ გრცხვენია, მაიზერ, ქალს თოფი როგორ ესროლე?

მაიზერმა არანაკლებ გაკვირვებულმა შეხედა მოსამართლეს და უპასუხა:

- აბა, ქალს ხელს ხო არ დავარტყამდი?