"ჯენტლმენობა" სვანურად
06-10-2017
"ჯენტლმენობა" სვანურად
სვანეთში ერთი კაცი ცხოვრობდა, მაიზერი, რომელიც მეზობლებში პათოლოგიური სიმთვრალით და სიმთვრალეში ჩხუბით გამოირჩეოდა.

ერთხელაც მთვრალი მაიზერი სოფლის გზაზე მოდიოდა, ის-ის იყო, სახლს მიუახლოვდა, რომ შემთხვევით მევალე მზია შეხვდა და ვალის დაბრუნება მოსთხოვა, კამათი ჩხუბში გადაიზარდა, გაბრაზებული მაიზერი სახლში გაიქცა, თოფი გამოიტანა და მევალეს ფეხებში დაახალა. მაიზერი დაიჭირეს. სასამართლო პროცესზე გაკვირვებულმა მოსამართლემ მაიზერს ჰკითხა:

- არ გრცხვენია, მაიზერ, ქალს თოფი როგორ ესროლე?


მაიზერმა არანაკლებ გაკვირვებულმა შეხედა მოსამართლეს და უპასუხა:
- აბა,
ქალს ხელს ხო არ დავარტყამდი?

DDD
09 ოქტომბერი 2017 16:57
ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ. 90-იან წლებში ვიყავი სვანეთში. სუფრაზე ვართ, შემოვიდა ერთი კაცი, დაილოცა და მალევე წავიდა. რომ წავიდა ერთ-ერთმა სუფრაზე მჯდომმა თქვა, ძალიან კაი კაცია ეს (ვინც შემოვიდა და გავიდა), ვაჟკაციაო. ჩვენც დავეთანხმეთ. კიდე გაიმეორაიგივე. ცხადია დავეთნხმეთ კიდე, მაგრამ აშკარად ჰაერში ტრიალებდა შეკითხვა, რაში გამოიხატებოდა ეს ვაჟკაცობა და კაი კაცობა.
-ფქვილებზე რომ იყო ყაჩაღობა, (ასეთი პერიოდიც იყო ეტყობა) ნემსა ამოიღო ავტომატიდან, კაცი შემთხვევით არ შემომაკვდესო.
-ააა გასაგებიათქო- ჩვენც გავიხარეთ.
მერე რომ დავუკვირდი, იმ სიტუაციაში მართლა კაი-კაცობა იყო, თუკი ყაჩაღს კაი-კაცობა შეიძლება დააბრალო.

რედაქტორის რჩევით