მოქმედი და ყოფილი პრემიერები, ბერა და სხვები ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ელიტურ ქორწილში - კვირის პალიტრა

მოქმედი და ყოფილი პრემიერები, ბერა და სხვები ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ელიტურ ქორწილში

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ქალიშვილი გათხოვდა. მარიამი და მისი რჩეული დიდი ხანია შეყვარებულები არიან, თუმცა ამის მიუხედავად, წყვილმა ყველა წესის დაცვით იქორწინა.

წვეულებას ქართული ბომობდის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის პოლიტიკური ელიტაც.

სტუმრებს შორის ასევე იყვნენ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლით და შვილებით და ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი.

ცნობილია, რომ ქორწილს მცირე ხნით ესწრებოდნენ კახი კალაძე და ანუკი არეშიძეც. პატარძალს სწორედ ანუკის მიერ შეკერილი ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა. ქორწილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ნუნუკა თამაზაშვილი ავრცელებს