"ეს მოხდა "გუდვილში" - რას ამბობს ვანო ჯავახიშვილი ეკრანიდან გაუჩინარებაზე? - კვირის პალიტრა

"ეს მოხდა "გუდვილში" - რას ამბობს ვანო ჯავახიშვილი ეკრანიდან გაუჩინარებაზე?

ვანო ჯავახიშვილის პირველი კომენტარი ეთერიდან გაუჩინარებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ოქტომბერში ვანო ჯავახიშვილის შოუ "რუსთავი 2"-ის ეთერით არ გასულა, რამაც სხვადასხვაგვარი ეჭვი გააჩინა. პოპულარული იუმორისტული შოუს რამდენიმეკვირიანმა პაუზამ მაყურებელში მითქმა-მოთქმაც გამოიწვია, მით უფრო მაშინ, როცა ეს ყველაფერი არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა...

გაურკვევლობას ნათელი მოჰფინა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც "პირველის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნულის მთავარ მიზეზზე ისაუბრა - ჯავახიშვილს ტვინის მძიმე ტრავმული შერყევა აქვს.

"რეიტინგი" ვანო ჯავახიშვილს დაუკავშირდა:

"ახლა კარგად ვარ, ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მივდივარ. ამ კვირაში ვერა, მაგრამ 3 ნოემბერს დავბრუნდები ეთერში. რადგან თავბრუს ხვევები პერიოდულად მაინც მაწუხებს.

- რა შეგემთხვათ, სად მიიღეთ ტვინის შერყევა? (გაგრძელება)