საშიში "გაფრენა" - კვირის პალიტრა

საშიში "გაფრენა"

37 წლის ამერიკელი ჯონათან ტრაპე პირველი ადამიანია, ვინც ლა-მანშის სრუტეს სათამაშო ბუშტებით გადაუფრინა. ამ საშიში ექსპერიმენტისთვის მას ჰელიუმით

ავსებული 54 ბუშტი დასჭირდა. ტრაპემ დაახლოებით 40 კმ-ზე მეტი იფრინა 3,5 კმ-ის სიმაღლეზე და კენტის საგრაფოდან საფრანგეთის სანაპიროზე დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ ტრაპე, რომელმაც ამგვარად 175 კმ იფრინა, ექსპერიმენტის გამეორებას არავის ურჩევს...