ადმირალ ნელსონის გემი... ბოთლში! - კვირის პალიტრა

ადმირალ ნელსონის გემი... ბოთლში!

"ადმირალ ნელსონის გემი ბოთლში" - ასე ჰქვია ნიგერიული წარმოშობის ბრიტანელი მხატვრის იინკა შონიბარეს კომპოზიციას, რომელიც ლონდონში, ტრაფალგარის

მოედნის ცარიელ - მე-4 კვარცხლბეკზე დაიდგა. ბოთლში, რომლის სიგრძე 4.7, ხოლო დიამეტრი 3,47 მეტრია, ადმირალის საფლაგმანო გემის - "გამარჯვების" ზუსტი ასლია მოთავსებული. ნელსონმა ესპანეთ-საფრანგეთის გაერთიანებული ფლოტი სწორედ ტრაფალგარის ბრძოლაში დაამარცხა.