"მთავარია კაცობა" - ვინ არის გიორგი გილიგაშვილი, რომლის სატელევიზიო ეთერში გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა? - კვირის პალიტრა

"მთავარია კაცობა" - ვინ არის გიორგი გილიგაშვილი, რომლის სატელევიზიო ეთერში გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

"როგორც მადლია გადამდები, ისეა ცოდვაც"

გიორგი გილიგაშვილის მიერ გადაცემა "პრაიმ შოუში"გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, სადაც ახალგაზრდას აზრი ფეხბურთელ გურამ კაშიას ირკვლივ ატეხილ სკანდალზე ჰკითხეს.

"ვერავინ ვერაფერს წამართმევს და წაგვართმევს, ამ შემთხვევაში არ ვამბობ ჩემს გამო, რომ მე ეგეთი მაგარი ვარ, დიდება უფალს ძმაო, სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაა, ამ შემთხვევაში ვამბობ ქრისტიანი კაცის გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ სარწმუნოება სადაც არის, ჩემმა მზემ, ვერავინ გაგვეკარება, მაგრამ როგორც მადლია გადამდები, ისეა ცოდვაც", -  განაცხადა გიორგი გილიგაშვილმა, რომელიც სერიალებში "ტიფლისი" და "ქერჩი" იღებდა მონაწილეობას. მასთან ინტერვიუ სერიალის გამოსვლისას "კვირის პალიტრამ" ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"მთავარია კაცობა - ესაა ჩემი დევიზი. რომ მეკითხებიან რატომ მაინცდამაინც კაცობაო, ვეუბნები, რომ ამაში მაინცდამაინც კაცი არ იგულისხმება. უფალამა შექმნა დედაკაცი და მამაკაცი. ასე იყო საწყისი, არსებობს კაცობრიობა და არა ქალობრიობა, ჰოდა, კაცობრიობაში მოაზრებული ადამის და ევას ერთობაა. კაცობის საწყისი, რომ უფალის სამებობიდან და მამაღმერთობიდან უპირველესია ამაზე ვთანხმდებით, ხოლო შემდეგ არის უდიდესი დედა ღვთისმშობელი. როგორც ქრისტემ ეკლესია შეიყვარა, ისე უნდა შეიყვაროს კაცმაც ქალი, აქ დიდი სიყვარულია, როგორც ქრისტემ გაწირა ეკლესიისთვის, ერთობისთვის თავი, ისე მეუღლემ უნდა გაწიროს თავი თავისი მეუღლისთვის..." იხილეთ ინტერვიუ სრულად