ყველაზე ტატუირებული - კვირის პალიტრა

ყველაზე ტატუირებული

გინესის წიგნის წარმომადგენლებმა ნიუ-იორკში წიგნის გამოფენაზე წარმოადგინეს მსოფლიოს ყველაზე ტატუირებული ადამიანი ჯულია გნუსი, რომლის სხეულის

ყოველი გოჯი თითქმის მთლიანად "ილუსტრირებულია". ჯულიას მემკვიდრეობითი დაავადება აქვს და მზის შუქი მის კანს აზიანებს. პირველი ტატუ მან ფეხებზე სწორედ ასეთი დაზიანებების შესანიღბად გაიკეთა. დროთა განმავლობაში კი პრაქტიკულად მთელი სხეულის "ილუსტრირებამაც" მოუწია - ტატუთი კანის 95%-ია დაფარული!