პრემიერაზე... ტანკით - კვირის პალიტრა

პრემიერაზე... ტანკით

ლოს-ანჯელესში შედგა ფილმ The A-Team-ის ("გუნდი A") პრემიერა, რომელიც 1980-იანი წლების იმავე სახელწოდების სერიალის რიმეიქია (პოპულარული სერიალი

ვიეტნამის ომის ოთხი ვეტერანის თავგადასავალს ეხება). მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობი შარლტო კოლი და ბრედლი კუპერი კი პრემიერაზე ყველასთვის მოულოდნელად (სხვათა შორის, ერთ-ერთ ვეტერანს ლიამ ნისონი თამაშობს) გამოცხადდნენ... ნამდვილი საბრძოლო ტანკით!