აქცია - ჟურნალისტების დაბეგვა?! - კვირის პალიტრა

აქცია - ჟურნალისტების დაბეგვა?!

იანუკოვიჩის პრეზიდენტობის 100 დღის თავზე, 3 ივნისს, კიევში, თავისუფლების მოედანზე ქალთა მოძრაობა FEMEN-მა, მედიის თავისუფლების შეზღუდვის

საწინააღმდეგოდ მორიგი სკანდალური აქცია მოაწყო სახელწოდებით: "100 დღე: შენს კამერას უკან გაგიკეთებ". ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გოგონების სპეცრაზმმა აქციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტი მამაკაცები ხელკეტებით მართლაც მიბეგვა, მერე "სპეცავტობუსშიც" ძალით შეტენა და "გაურკვეველი მიმართულებით" გააქანა...