ქვიზი: მიშა, ფეოლა, კარლსონი და სხვანი სახურავზე
06-12-2017
ქვიზი: მიშა,  ფეოლა, კარლსონი და სხვანი სახურავზე
5 დეკემბერს, როდესაც უკრაინელი სამართალდამცავები საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად მის ბინაში მივიდნენ, ის სახურავზე ავიდა. როგორც თვითონ განაცხადა, ამით მან მხარდამჭერთა შესაგროვებლად დრო მოიგო. ამ ხრიკმა გაამართლა, სწორედ ამ მხარდამჭერებმა გამოიხსნეს ის პატიმრობიდან, თუმცა მიშა სახურავზე ხუმრობის თემადაც იქცა.

ამან განაპირობა ჩვენი სახალისო ქვიზიც.

თუ 5 დეკემბერს მიადევნეთ თვალი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ცოტათი მაინც გიყვართ ძველი ფილმები და ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება, მაშინ ამ ქვიზის შევსება არ გაგიჭირდებათ. წარმატებას გისურვებთ!
mari
07 დეკემბერი 2017 20:11
უკრაინელ სამართალდამცავებს რომ წაეკითხათ ნესინის "სახურავზე გიჟია", სულ ადვილად ჩამოიყვანდნენ მიშას ქვევით, ძალის გამოყენების გარეშე
გელა
07 დეკემბერი 2017 15:20
მე გაუნათლებელი სოფლელი ვარ. იქნებ ამიხსნათ ქვიზი რას ნიშნავს. არსებობს თუ არა ქვიზის ქართული შესატყვისი? თუ არსებობს, მაშინ რატომ იყენებთ უცხო სიტყვას?
კახა
07 დეკემბერი 2017 14:56
რატომაა ძნელი იმის გაგება, რომ საქართველო ქოც-ნაცების ურთიერთობებზე მეტია?!

ქვეყანაზე ხომ უნდა ვიფიქროთ?
გააკეთა თავისი საქმე მიშამ, თქვა უარი საქართვლოს მოქალაქეობაზე, თუ დანაშაული ჩაიდინა, უნდა აგოს პასუხი და ა.შ.

ახლა ქვეყანა ვითარდება, უამრავი პროექტი ხორციელდება და მერე ქოცებს სხვა ხალხი სეცვლის, იმედია!

კაცო, მე კარგად ვიყავი მისას დროს და ამიტომ უნდა მობრუნდეს, რა ლაპარაკია?

გააგიჟა ხალხი ამ სოციალურმა ქსელებმა!!!

რედაქტორის რჩევით