ორი ლეგენდა - როგორ მიულოცა თენგიზ არჩვაძეს ნოდარ მგალობლიშვილმა 85 წლის იუბილე?
19-12-2017
ორი ლეგენდა - როგორ მიულოცა თენგიზ არჩვაძეს ნოდარ მგალობლიშვილმა 85 წლის იუბილე?
ამ ფოტოზე ორი ეპოქალური მსახიობია ასახული - ქართული კინოსა და თეატრის ორი ლეგენდის შეხვედრა.

იუბილარია ბატონი თენგიზ არჩვაძე, რომელსაც 2017 წლის 3 აგვისტოს შეუსრულდა 85 წელი, მისი იუბილე 18 ნოემბერს აღნიშნეს მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და თაყვანისმცემლებმა, სწორედ იუბილეს აღსანიშნად მიეახლა მუხლმოდრეკით ბატონი ნოდარ მგალობლიშვილი ასევე დიდ არტისტს. სხვისი ნიჭის და ღვაწლის ასე დაფასება მხოლოდ თავადაც უდიდეს ადამიანებს თუ შეუძლიათ.

"უკომენტაროდ, ფოტო ჯემალ კასრაძისა"... -  ასეთი სათაურით გაავრცელა ეს უნიკალური ფოტო
ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლე ნინო ჩხიკვიშვილმა...
18 დეკემბერს, 16 საათზე, ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ფოტოს კიდევ ერთი გმირია ფოტოგრაფი ჯემალ კასრაძე, რომელმაც მთელ ამ
უნიკალურ კადრში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანიც ასახა - მოწიწებითა და აღტაცებით მომზირალი პატარა ბიჭი, რომელსაც ნანახი არასდროს დაავიწყდება და დიდებული ადამიანების სიყვარულისა და პატივისცემის ამბავს მომავალ თაობებს გადასცემს.

ვულოცავთ ბატონ თენგიზს იუბილეს, ჯანმრთელობას და ულევს სიკეთეს ვუსურვებთ!

იხილეთ ასევე: "სასტიკი გაუცხოება დამკვიდრდა... უმეტესად უგუნებოდ ვარ. აგვისტოს ომმა სულ გამანადგურა"
გიორგი
28 დეკემბერი 2017 15:58
მართლაც ორი ლეგენდა. გენიალური ხელოვნები და რაც მთავარია უდიდესი პიროვნებები.

P.S. დღეს არ მგონია ვინმემ მსგავსი ღირსებით აღსავსე ჟესტი გამოხატოს ასე სახალხოდ. ეს საქციელი მაგალითი უნდა გახდეს მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. აი დაფასება და აი ღირსება. გმადლობთ ბატონო თენგიზ და ბატონო ზოდარ.

P.P.S. ეს არის ნამდვილი ქართული, ნამდვილი ძველი თბილისური ურთიერთობის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება.
ოლღა
20 დეკემბერი 2017 20:00
ორივეს მზეგრძელობას ვუსურვებ! ორივე ძალიან მიყვარს; ან, არის ვინმე, ვისაც ისინი არ უყვარს?!კადრში ბიჭუნას მყისვე მივაქციე ყურადღება და მისი ღიმილი მეც გადმომედო :)
"ნიჭი, ძამიკო, ნიჭი,-გალაკტიონმა ბრძანა!"
ლალა
20 დეკემბერი 2017 14:03
გილოცავთ ბატონო თენგიზ ! გმადლობთ ბატონო ნოდარ ამ ჟესტისთვის !

რედაქტორის რჩევით