"გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ..." - რას წერს ნათია თოდუა "ფეისბუკში?"
20-12-2017
"გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ..." - რას წერს ნათია თოდუა "ფეისბუკში?"
ნათია თოდუა სთხოვს გულშემატკივრებს, ნუ გაიხსენებენ ქართულ X Factor-ში გიორგი გაბუნიას ნეგატიურ შეფასებებს. მომღერალი ამის შესახებ "ფეისბუკზე" წერს.

"მსურს მოგიწოდოთ, რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შემფასებელისგან მიღებულ სუბიექტურ აზრს იჯერებენ და შემდეგ ჩერდებიან.

არიან ადამიანები, რომლებსაც გულის ძახილი არ ასვენებთ და კიდევ მცდელობებს განაგრძობენ.

მე ბედნიერი ვარ, რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ, რომ
ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და
გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით, რომ შეცდომა იყო.

ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს, რაც, საბედნიეროდ, ჩემს წარსულშია.

ყველა
ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი.

ვიცი, რომ 2014 წელს გამოუცდელი კონკურსანტის, ნათია თოდუას შეფასება გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ საბედნიეროდ ამით არ წყდება ყველაფერი.

დღეს მოლოცვებთან ერთად ვხედავ, რომ უმრავლესობა მათ კრიტიკაზე და შეურაცხყოფაზე გადადიხართ რაც ნამდვილად არ არის საჭირო.

პ.ს მე პირადად არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მოგებით ვუპასუხე.

მიყვარხართ," - წერს თოდუა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანული The Voice-ის გამარჯვებული გახდა.
saqsani
28 დეკემბერი 2017 15:04
გაბუნია "შარლატან"!!!
სოსო მოსიაშვილი
28 დეკემბერი 2017 10:51
ნათიას სულით და გულით ვულოცავ გამარჯვებას,ვუსურვებ ნამდვილი ვარსკვლავი გამხდარიყოს და ქართული სიმღერაც არ დაევიწყებინოს/რაც შეეხება გაბუნიას,ის მუსიკაში ექსპერტად რომ ვერ გამოდგება,ყველასათვის ცხადია და მგონი ნათიაც სწორად მიხვდა ამას.როცა ამ კატეგორიის ხალხი გაგინებს,ეს კარგის ნიშანია,ესე იგი სწორ გზაზე დგახარ.
ზურა
27 დეკემბერი 2017 14:35
გილოცავთ ნათია. სულ მიკვირდა რატომ იყო ჟიურში გიორგი გაბუნია? სად გიორგი მუსიკაში და სად ... როგორც ჟურნალისტზე ვიტყოდი რომ მიკერძოებული ანტი ქართველი ჟურნალისტია.

რედაქტორის რჩევით