2017 წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები და ულამაზესი პატარძლები
29-12-2017
2017 წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები და ულამაზესი პატარძლები
საქართველოში წლევანდელი წელიც დატვირთული იყო ქორწილებით. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი ყველასათვის ცნობილი ადამიანების ან მათი ოჯახის წევრების გაბედნიერებამ მიიპყრო. წარმოგიდგენთ 2017 წლის ყველაზე გახმაურებულ ქორწილებს.

ფოტოგალერეა

წლის ყველაზე ხმაურინი ქორწილი შეიძლება ვუწოდოთ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილს, რომელსაც ქართული ბომონდის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის პოლიტიკური ელიტაც. მარიამ გრიგოლიას რჩეული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. წყვილის ქორწილში სტუმრებს შორის ასევე იყვნენ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლით და შვილებით და ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი. ცნობილია, რომ ქორწილს მცირე ხნით ესწრებოდნენ კახი კალაძე და ანუკი არეშიძეც. პატარძალს სწორედ ანუკის მიერ შეკერილი ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა.

ამ წლის შემოდგომაზე იქორწინა ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა, რატი გაჩეჩილაძემ. მისი რჩეული ანი გაბიძაშვილა. წყვილი ქორწილამდე
2 კვირით ადრე პატრიარქმა დალოცა.

ულამაზესი პატარძალი იყო მოდელი ვიქტორია კოჩეროვა, რომელმაც საქართველო "მის მსოფლიო 2016"-ზე წარადგინა. ლამაზმანის რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილია. წყვილმა ქორწილი ბათუმში გადაიხადა.
"ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ბორჯომში გაგვესეირნა, შემდეგ რაბათისკენ ავიღეთ გეზი. იქვე ახლოს პატარა ეკლესია იყო, ულამაზესი ხედით. ტაძარში შევედით და სწორედ იქ გამომიტყდა ლევანი სიყვარულში... როცა პირველად ლევანი დავინახე, მისმა თვალებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. საოცარი თვალები აქვს, უზომოდ მიყვარს მისი გამოხედვა, რითიც ნახვისთანავე მოვიხიბლე", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელი.

გიო ხუციშვილის ვაჟის, ზუკა ხუციშვილის ქორწილში მოიყარა თავი ქართულმა ბომონდმა. ზუკას მეუღლე ქეთუშა­ მანიჟაშვილია. ზუკა და ქეთუშა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ - თანაკლასელები იყვნენ. ხელის მოწერის შემდეგ რესტო­რანში გადა­ინაცვლეს და წყვილმა ქორწილი ქართული ცეკვით გახსნა... ქორწილში იმღერეს ლელა წურწუმიამ, მერაბ სეფაშვილმა და სხვა ცნობილმა მომღერლებმა.

აპრილის ბოლოს ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, ევროპის სამგზისა და მსოფლიო ჩემპიონი, ავთანდილ ჭრიკიშვილი­ დაქორწინდა. მისი რჩეული მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი თამუნა გვენეტაძეა. წყვილი ხანგრძლივი რომანის შემდეგ დაინიშნა. ქორწილი კი ნიშნობიდან­ რამდენიმე თვის შემდეგ გადაიხადეს. პატარძლის გამორჩეულ კაბას ძალიან გრძელი შლეიფი ამშვენებდა.

2017 წელს დაქორწინდა მერაბ ჟორდანიასა და მაკა ასათიანის ვაჟი, კახი. კახისა და მისი რჩეულის, ნანიკო კლდიაშვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანიშნულები იყვნენ.
კახიმ და ნანიკომ ჯვარი ქაშუეთის ეკლ­ესიაში დაიწერეს, გრანდიოზული ქორწილი კი "შატო მუხ­რანში" გაიმართა, სადაც­ თითქმის მთელი თბილისის ბომონდს მოე­ყარა თავი. მომხიბვლელ პატარძალს დიზაინერ ჯაბა დიასამიძის შექმნილი ბრწყინვალე კაბა ამშვენებდა.

კიდევ ერთი ქართულ-იტალიური ოჯახი შეიქმნა - მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა, თეონა დვალმა, ბედი იტალიელ ბიზნესმენ ჯაკომო რაკუნიოს დაუკავშირა.
თეონამ და ჯაკომომ ერთმანეთი 5 წლის წინ მოსკოვში გაიცნეს. მოგვიანებით მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.
წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა.

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" 2 მსახიობი გაბედნიერდა. მერაბ დარჩიას როლის შემსრულებელმა­ ზურაბ ნიჟარაძემ უმშვენიერეს ნათიაზე იქორწინა და წყვილმა­ 15 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე დაუვიწყარი ქორწილი გამართა. სექტემბრის დასაწყისში კი თემურ ძიგუას როლის შემსრულებლის ქორწილი შედგა.­ ბექა ლემონჯავა, რომელიც სერიალში გრიშა კაკაჩიას ვაჟს ასახიერებს, უკვე 4 წელია შეყვარებულია ანა ჩხარტიშვილზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით