არცთუ დიდი ხნის წინ, ასე იცვამდნენ და ერთობოდნენ - ირანი 1970-იან წლებში (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

არცთუ დიდი ხნის წინ, ასე იცვამდნენ და ერთობოდნენ - ირანი 1970-იან წლებში (+ ფოტოგალერეა)

ქვეყანა, რომელიც დიდი კულტურითა და არც თუ ისე შორეულ წარსულში, 1970 წელს მოდური ტენდენციებით გამოირჩეოდა, საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ირანული პრესის მიხედვით, დაპირისპირების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის მოქალაქეები აპროტესტებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. პირველად ირანის ისტორიაში, მომიტინგეებმა დაარბიეს და გადაწვეს შიიტური სკოლა, მერია... საზოგადოებრივი პროტესტის სიმბოლოდ იქცა ირანელი გოგოს ფოტო, რომელმაც თავსაბურავი მოიხსნა და ჰიჯაბის ტარების ვალდებულება გააპროტესტა.

არავინ არ იცის, როგორი იქნება 2018 წელი ირანისთვის და მოუტანს თუ არა საპროტესტო აქციები ირანელებს თავისუფლებას, თუმცა ისტორიას ახსოვს 1970 წლის ირანი. გაზეთი The New York Times წერდა:

"რევოლუციამდე ირანი რეგიონის ყველაზე კულტურული და მრავალეროვანი ქვეყანა გახლდათ, სადაც სწრაფად ვითარდებოდა ხელოვნება, ლიტერატურა, კინო და ტელეინდუსტრია". განათლების მიღება შეეძლო როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. შესაძლებელი იყო ამერიკული ფილმების ნახვა მაღალი კლასის კინოთეატრებში და იმ პერიოდის მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტში გასეირნებაც.

გთავაზობთ ფოტოგალერეას: ირანი 1970-იან წლებში