არცთუ დიდი ხნის წინ, ასე იცვამდნენ და ერთობოდნენ - ირანი 1970-იან წლებში (+ ფოტოგალერეა)
03-01-2018
არცთუ დიდი ხნის წინ, ასე იცვამდნენ და ერთობოდნენ - ირანი 1970-იან წლებში (+ ფოტოგალერეა)
ქვეყანა, რომელიც დიდი კულტურითა და არც თუ ისე შორეულ წარსულში, 1970 წელს მოდური ტენდენციებით გამოირჩეოდა, საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ირანული პრესის მიხედვით, დაპირისპირების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის მოქალაქეები აპროტესტებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. პირველად ირანის ისტორიაში, მომიტინგეებმა დაარბიეს და გადაწვეს შიიტური სკოლა, მერია... საზოგადოებრივი პროტესტის სიმბოლოდ იქცა ირანელი გოგოს ფოტო, რომელმაც თავსაბურავი მოიხსნა და ჰიჯაბის ტარების ვალდებულება გააპროტესტა.



არავინ არ იცის, როგორი იქნება 2018 წელი ირანისთვის და მოუტანს
თუ არა საპროტესტო აქციები ირანელებს თავისუფლებას, თუმცა ისტორიას ახსოვს 1970 წლის ირანი. გაზეთი The New York Times წერდა:

"რევოლუციამდე ირანი რეგიონის ყველაზე კულტურული და მრავალეროვანი ქვეყანა გახლდათ, სადაც სწრაფად ვითარდებოდა ხელოვნება, ლიტერატურა, კინო და ტელეინდუსტრია". განათლების მიღება შეეძლო როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. შესაძლებელი იყო ამერიკული
ფილმების ნახვა მაღალი კლასის კინოთეატრებში და იმ პერიოდის მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტში გასეირნებაც.

გთავაზობთ ფოტოგალერეას: ირანი 1970-იან წლებში

ეკა გადახაბაძე
daviti
05 თებერვალი 2018 21:19
მაგ შაჰმა დემონსტრაციების დასაშლელად ხალხი ვერტმფრენებიდან დახვრიტა. აიათოლა რამდენად მართალი იყო ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ის რევლუცია ირანელმა ხალხმა მოახდინა და ის ხელისუფლებაც ხალხმა აირჩია. ყოველ შემთხვევაში საქართველოს გვჯობიან 2-3 თავით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები იყო მათზე დაწესებული და უამრავი თანხა გაყინული ჰქონდათ ანგარიშებზე
41
11 იანვარი 2018 18:47
ძვირფასო პოსეიდონო,
რაიმე თუ გსმენიათ აქამდე საადის, ომარ ხაიამის, რუდაქის, ჰაფეზის, აბუ საიდის, აბუ ალი იბნ სინას, ბაბა თაჰერის, ანვარის, ჯალალ ედ-დინ რუმის, ფირდოუსის და სხვათა შესახებ? როგორ შეგიძლიათ ასეთი ხალხის და ისტორიის შთამომავლებს მშიერი და წერა-კითხვის უცოდინარი უწდოთ? სხვათა შორის, ეს ავტორები ქართულად არიან დასტამბული და გირჩევსთ წაიკითხოთ
პასეიდონს! ყოფილხარ ირანში?
05 იანვარი 2018 20:08
ვინ გითხრა, რომ შახის დროს ირანში ხალხი შიმშილით იხოცებოდა. ირანში შახის წინააღმდეგ 9 თვე იყო არეულობა. ამ დროის განმავლობაში დაკეტილი იყო, თითქმის ყველა საწარმო და სავაჭრო დაწესებულებები. პურიც კი არ ცხვებოდა, მაგრამ ხალხი შიმშილით არ დახოცილა. ჩვენთან სამი დღე პური რომ არ გამოცხვეს, ხალხი ერთმანეთს შესჭამს. გირჩევ გაეცნო იმ პერიოდის ირანულ ლიტერატურას. იქნებ სირიაც და ერაყიც შიმშილით იხოცებოდა. საიდან მოგაქვთ ასეთი ცნობები, რამდენი წლისა ხარ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები