დაიბადა თომა მარგველაშვილი
დაიბადა თომა მარგველაშვილი
"დაიბადა თომა მარგველაშვილი", -  ასე გვაცნობა ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურმა გვერდმა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს მაკა ჩიჩუას კიდევ ერთი ვაჟი შეეძინათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თომა მარგველაშვილი დღეს საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა. პრეზიდენტის მეორე ვაჟი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

თომა, პატარა თემოსთან ერთად, მათი მეორე საერთო შვილია, ისე კი როგორც პრეზიდენტს, ისე პირველი ლედის პირველი ქორწინებებიდან უფროსი ქალიშვილები - ანა და მაშო ჰყავთ.

"კვირის
პალიტრა" ულოცავს პრეზიდენტს და პირველ ლედის ვაჟის შეძენას და პატარა თომას ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

მკითხველის კომენტარი (6)
luka
24 იანვარი 2018 02:23
აწი საქართველოს ეშველება!
აე-ს
22 იანვარი 2018 12:06
არ იქნება თქვენი გამოსწორება...
აე
19 იანვარი 2018 10:00
მარტო თომა მარგველაშვილი კი არა, მაგ დღეს ჩემი კეთილი მეზობლის ვაჟი აჩი გვაზავაც დაიბადა და მიაწერეთ!
ნინა
16 იანვარი 2018 16:11
ვულოცავ პრეზიდენტს და მის მეუღლეს ვაჟის შეძენას, პატარა თომას და მის მთელ თაობას ჯანმრთელობას, წინსვლას, ლაღბავშვობას, უღრუბლო მომავალს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ!!!
lala
16 იანვარი 2018 14:03
ვულოცავთ და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.
ნინო.
16 იანვარი 2018 10:27
ვულოცავთ ბატონ გიორგის ვაჟიშვილის დაბადებას.მშვიდობას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები