დაიბადა თომა მარგველაშვილი - კვირის პალიტრა

დაიბადა თომა მარგველაშვილი

"დაიბადა თომა მარგველაშვილი", -  ასე გვაცნობა ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურმა გვერდმა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს მაკა ჩიჩუას კიდევ ერთი ვაჟი შეეძინათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თომა მარგველაშვილი დღეს საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა. პრეზიდენტის მეორე ვაჟი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

თომა, პატარა თემოსთან ერთად, მათი მეორე საერთო შვილია, ისე კი როგორც პრეზიდენტს, ისე პირველი ლედის პირველი ქორწინებებიდან უფროსი ქალიშვილები - ანა და მაშო ჰყავთ.

"კვირის პალიტრა" ულოცავს პრეზიდენტს და პირველ ლედის ვაჟის შეძენას და პატარა თომას ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალს უსურვებს.