ვინ იყო პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი და რომელი ცნობილი ნაგებობების ავტორია? - კვირის პალიტრა

ვინ იყო პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი და რომელი ცნობილი ნაგებობების ავტორია?

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პირველი არქიტექტორი ქალბატონი ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა.

ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი იურისტი იყო, ხოლო დედა, მარიამ ფორაქიშვილი მხატვარი გახლდათ. არქიტექტურა მან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე შეისწავლა. ინსტიტუტში გაიცნო მომავალი მეუღლე და ასევე წარმატებული არქიტექტორი არჩილ ქურდიანი.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანმა1951 წელს ააშენა პეკინისა და ვიქტორ დოლიძის ქუჩების კუთხეში მდებარე აკადემიკოსთა სახლი. მას ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი მეცნიერთათვის კ. გამსახურდიას პროსპექტზე, საცხოვრებელი სახლი ი. ჭავჭავაძის გამზირზე (N11), საცხოვრებელი სახლი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, სასტუმრო "ინტურისტი" ქ. გორში, რომელიც თავის მეუღლესთან, არქიტექტორ არჩილ ქურდიანთან ერთად ააგო და სხვა.

ქართველი არქიტექტორი 82 წლის ასაკში 1988 წელს გარდაიცვალა.

ინგლისურენოვანი ვერსია: The first Georgian architect woman and her most famous works

იხილეთ ფოტოგალერეა: პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი

ეკა გადახაბაძე