"ქალმა თუ გაიწია..."
არავითარი "გინესის რეკორდისთვის" ბრძოლა ეს არ არის - ისრაელში რომ ქალები არმიაში მამაკაცთა დარად, რაიმე განსაკუთრებული შეღავათების გარეშე მსახურობენ,
ყველამ იცის. მაგრამ ის, რომ თურმე არსებობს ქვეყნის ჩემპიონატი "ქალებს შორის 7,5-ტონიანი სატვირთო მანქანების 30 მეტრზე გათრევაში", ნაკლებადაა ცნობილი. ეტყობა, მართლაც ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი კი არა, სატვირთოც ვეღარ დააკავებს...