ცემა-ტყეპა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" ეთერში სტალინის გამო (ვიდეო)
30 იანვარს, რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რუსი პოლიტილოგი ნიკოლაი სვანიძე და ტელეწამყვანი მაქსიმ შევჩენკო.

გადაცემის თემა იყო "არის თუ არა სტალინიზმი ავადმყოფობა". სტუდიის სტუმრები განიხილავდნენ იოსებ სტალინის როლს რუსეთის ისტორიაში.

მაქსიმ შევჩენკო ამტკიცებდა, რომ სტალინის ეპოქა, მისი კარგიც და ცუდიც ობიექტურადაა შესასწავლი. ნიკოლაი სვანიძის აზრით კი, სტალინის ეპოქა მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს. მისი თქმით, სწორედ სტალინმა მიიყვანა საბჭოთა კავშირი ჰიტლერულ გერმანიასთან ბრძოლამდე.

"ეგეთი განცხადებებით ჩვენი მამა-პაპის
ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებ, საბჭოთა კავშირი სტალინის ხელმძღვანელობით ერთადერთი იყო, რომელმაც საკადრისი პასუხი გასცა ჰიტლერს და დააჩოქა. შენ კი დამთავრებული დემაგოგი ხარ", - მიმართა შევჩენკომ სვანიძეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ოპონენტს ნაძირალა უწოდა და განაცხადა, - საშუალება რომ იყოს, კაცი ცხვირ-პირში მოგდებდა მუშტსო.

"მოდი, აგერ არ ვარ?", - უპასუხა შევჩენკომ, რის შემდეგაც სვანიძემ მართლაც დაარტყა შევჩენკოს, თუმცა, საბოლოოდ, თვითონ გაილახა.


alzo
01 აგვისტო 2018 22:30
უნდა დაუკვირდეთ შევჩენკოს ნათქვამს - სტალინი შეაწავილი არ არისო. მხოლოდ ახლა გამოდის წიგნები რუსეთში, რომლებიც ეყრდნობა ობიექტურ მასალებს და არა ბებიების მონაყოლს. ჭორების დონეზე გუშინ როგორ მოხდა 9 აპრილი საქართველოში ვიცით, მაგრამ რეალობაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. სწორედ ამიტომაა საჭირო საკითხის მეცნიერული შესწავლა. ერთ-ერთ კოენტარში ნახსენებია სტალინის დამნაშავეობა საქართველოს მიმართ 1921 წელს. თუ იცის წერილის ავტორმა რა თანამდებობა ეკავა მაშინ სტალინს და რა ეკითხებოდა მას ამ დროს? რა თქმა უნდა, არ ეცოდინება. ასე, რომ გზა დავუთმოთ მეცნიერებას.
ნინო
03 ივნისი 2018 12:04
ამ სვანიძეს რაღაც სხვა პრობლემა აქვს ფსიქოლოგიური, ქართული გვარი მაინც არ ჰქონდეს... ღირსი იყო შემოლაწუნების
ტატო
22 თებერვალი 2018 17:42
ვენაცვალე მაქსიმას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა