ცემა-ტყეპა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" ეთერში სტალინის გამო (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ცემა-ტყეპა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" ეთერში სტალინის გამო (ვიდეო)

30 იანვარს, რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რუსი პოლიტილოგი ნიკოლაი სვანიძე და ტელეწამყვანი მაქსიმ შევჩენკო.

გადაცემის თემა იყო "არის თუ არა სტალინიზმი ავადმყოფობა". სტუდიის სტუმრები განიხილავდნენ იოსებ სტალინის როლს რუსეთის ისტორიაში.

მაქსიმ შევჩენკო ამტკიცებდა, რომ სტალინის ეპოქა, მისი კარგიც და ცუდიც ობიექტურადაა შესასწავლი. ნიკოლაი სვანიძის აზრით კი, სტალინის ეპოქა მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს. მისი თქმით, სწორედ სტალინმა მიიყვანა საბჭოთა კავშირი ჰიტლერულ გერმანიასთან ბრძოლამდე.

"ეგეთი განცხადებებით ჩვენი მამა-პაპის ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებ, საბჭოთა კავშირი სტალინის ხელმძღვანელობით ერთადერთი იყო, რომელმაც საკადრისი პასუხი გასცა ჰიტლერს და დააჩოქა. შენ კი დამთავრებული დემაგოგი ხარ", - მიმართა შევჩენკომ სვანიძეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ოპონენტს ნაძირალა უწოდა და განაცხადა, - საშუალება რომ იყოს, კაცი ცხვირ-პირში მოგდებდა მუშტსო.

"მოდი, აგერ არ ვარ?", - უპასუხა შევჩენკომ, რის შემდეგაც სვანიძემ მართლაც დაარტყა შევჩენკოს, თუმცა, საბოლოოდ, თვითონ გაილახა.