ცემა-ტყეპა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" ეთერში სტალინის გამო (ვიდეო)
01-02-2018
30 იანვარს, რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რუსი პოლიტილოგი ნიკოლაი სვანიძე და ტელეწამყვანი მაქსიმ შევჩენკო.

გადაცემის თემა იყო "არის თუ არა სტალინიზმი ავადმყოფობა". სტუდიის სტუმრები განიხილავდნენ იოსებ სტალინის როლს რუსეთის ისტორიაში.

მაქსიმ შევჩენკო ამტკიცებდა, რომ სტალინის ეპოქა, მისი კარგიც და ცუდიც ობიექტურადაა შესასწავლი. ნიკოლაი სვანიძის აზრით კი, სტალინის ეპოქა მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს. მისი თქმით, სწორედ სტალინმა მიიყვანა საბჭოთა კავშირი ჰიტლერულ გერმანიასთან ბრძოლამდე.

"ეგეთი განცხადებებით ჩვენი მამა-პაპის
ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებ, საბჭოთა კავშირი სტალინის ხელმძღვანელობით ერთადერთი იყო, რომელმაც საკადრისი პასუხი გასცა ჰიტლერს და დააჩოქა. შენ კი დამთავრებული დემაგოგი ხარ", - მიმართა შევჩენკომ სვანიძეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ოპონენტს ნაძირალა უწოდა და განაცხადა, - საშუალება რომ იყოს, კაცი ცხვირ-პირში მოგდებდა მუშტსო.

"მოდი, აგერ არ ვარ?", - უპასუხა შევჩენკომ, რის შემდეგაც სვანიძემ მართლაც დაარტყა შევჩენკოს, თუმცა, საბოლოოდ, თვითონ გაილახა.


...
08 აპრილი 2019 15:52
მარო მაყაშვილი გმირი გოგო იყო და ბევრი გმირი ქართველი შეეწირა ზვარაკად 1921 ში და მერეც.მაგრამ ქვეყანა რომელიც მხოლოდ მაროს და იუნკერების დასაცავი გახდა არსებობას არ იმსახურებდა.3% საღად მოაზროვნე და განათლებულ საზოგადოებას 97% წერაკითხვის უცოდინარი და გაუნათლებელი ხალხი რომ ყავდა და სულ ფეხებზე ეკიდათ იმიტომ დაკარგა საქართველომ დამოუკიდებლობა.1921 დან 1941 მდე რეპრესიებ გავლილმა საქართველომ 700 000 მეომარი გაიყვანა მეორე მსოფლიო ომში.ამ რაოდენობა ხალხს რომ ებრძოლა დამოუკიდებლობისთვის დავკარგავდით მას?
Мераб
27 თებერვალი 2019 20:24
Молодец Максим. Дай бог Вам успехов во всем. А Николай - умник прочти книгу маршала Василевского , тупишь людей сказками Хрущева гнида
...
27 თებერვალი 2019 13:12
უსინდისო სვანიძე.
ხემ თქვა:_ ცული ვერაფერს დამაკლებდა ,ტარი ხის, რომ არა ქონდესო.“

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?