ანდრია გველესიანი დაქორწინდა - ვინ არის მსახიობის რჩეული? - კვირის პალიტრა

ანდრია გველესიანი დაქორწინდა - ვინ არის მსახიობის რჩეული?

მსახიობი და მომღერალი ადნრია გველესიანი დაქორწინდა. მისი რჩეული ულამაზესი გოგონა, მსახიობი მაიკო ვაწაძეა. ქორწილი რესტორან "თავადურში" გაიმართა.

ქორწილში ანდრია გველესიანს ჩოხა ეცვა. წყვილმა ქართული ცეკვაც შეასრულა.

ანდრეას და მაიკოს სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. პირველ კურსზე სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა" შეყვარებულების როლი ითამაშეს.