"წმინდა" ნიანგი - კვირის პალიტრა

"წმინდა" ნიანგი

პაკისტანში მცხოვრები ეთნიკური შიიდები აფრიკელი ზანგებისა და პაკისტანელი (ბელუჯისტანელი და სინდელი) ჯარისკაცების შთამომავლები არიან.

ყოველწლიურად ყარაჩიში აწყობენ დღესასწაულს - "შიიდი მელა", რომლის დროსაც სპეციალურ წყალსატევში მობინადრე "წმინდა ნიანგებს" სურვილების ასრულებასა და ჩვილებისთვის ძალის მინიჭებას შესთხოვენ. დღესასწაულის წინ კი 4 დღე ნიანგებს ახალი ხორცით კვებავენ. რამდენ ხორცის ნაჭერსაც მიართმევ, "ნიანგი-ოქროს თევზი", რასაკვირველია, იმდენ სურვილს ასრულებს.