მომგვარეთ "სიზმარა"! - კვირის პალიტრა

მომგვარეთ "სიზმარა"!

შვედეთის მეფე კარლოს XIV-ის ასული, 32 წლის ვიქტორია "როგორც იქნა", გათხოვდა - იგი ფიტნესკლუბების მფლობელს, თავის ყოფილ პირად ფიტნესმწვრთნელს,

36 წლის დანიელ ვესტლინგს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ მეფის ასულის ურთიერთობას არაარისტოკრატიული წარმოშობის სასიძოსთან სამეფო კარი და სრულიად მაღალი საზოგადოება მთელი 9 წლის მანძილზე სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა და საბოლოოდ, მეფის ასულმა მამის კურთხევაც მიიღო. საინტერესოა, რომ შვედეთის ისტორიაში პრინცესა მდაბიოს პირველად გაჰყვა... დანიელი კი ამიერიდან ასე იწოდება - მისი უდიდებულესობა პრინცი დანიელი, ჰერცოგი ვესტერგოტლანდელი.