მოისმინეთ ესკიმოსთა შთამომავლების ნამღერი "მრავალჟამიერი" - ქართული სამრევლო ალასკაზე - კვირის პალიტრა

მოისმინეთ ესკიმოსთა შთამომავლების ნამღერი "მრავალჟამიერი" - ქართული სამრევლო ალასკაზე

კუნძული კოდიაკი, ალასკის შტატის სამხრეთით მდებარეობს, იგი სიდიდით არქიპელაგის უდიდესი კუნძულია, მეორეა ამერიკაში და ორმოცდამეათე მსოფლიოში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ალუტიკები არიან, რომლებსაც ხშირად ესკიმოსებადაც მოიხსენებენ. კუნძულის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა თევზაობა, ნადირობა და ხე-ტყის დამზადებაა, ასევე, ისტორიულად მათი საქმიანობა იყო ვეშაპებზე ნადირობა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებლები არიან. ეს მხარე მოაქცია და გაანათლა წმინდა გერმანე ალასკელმა. მისი უხრწნელი სხეული ამ კუნძულის ერთ-ერთ ტაძარშია დასვენებული, რომელიც ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიას მიეკუთვნება.

ამ შორეულ კუნძულზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წმინდა იოანე სან ფრანცისკოელის სახელობის სამრევლოა დაფუძნებული, სადაც რამდენიმე წელია მოღვაწეობს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. (გაგრძელება)