საჯარო სამსახურიდან "კვაზი მანტკავას" სამსახურში - როგორ გახდა "დავით ზუგდიდსკი" "კვარჩხი კვიჭია"? - კვირის პალიტრა

საჯარო სამსახურიდან "კვაზი მანტკავას" სამსახურში - როგორ გახდა "დავით ზუგდიდსკი" "კვარჩხი კვიჭია"?

"დაქოქონ კვიჭიებმა მანქანა" - ეს ფრაზა პოპულარული სერიალის ("ჩცდ") მაყურებელს ხშირად ესმის, რასაც ერთ-ერთი პერსონაჟი - კვაზი მანტკავა ხშირად იმეორებს. კვიჭიები კვაზი მანტკავას დაცვას უზრუნველყოფენ. მათ შორის, ერთ-ერთი, ასაკით უფროსი კვარჩხი კვიჭია გამოკვეთილი პერსონაჟია. როლს მოყვარული მსახიობი დავით ჭურღულია, იგივე "დავით ზუგდიდსკი" თამაშობს.

AMBEBI.GE ტრადიციულად მიჰყვება მკითხველის თხოვნას და ამჯერად სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

ბატონი დავითი წარმოშობით ზუგდიდიდანაა, ბოლო 15 წელიწადია თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით აგროინჟინერია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორია. ჰყავს 4 შვილი და 5 შვილიშვილი. ამასთან, 36 წელიწადია აგრარული უნივერსიტეტის თეატრის მოყვარული მსახიობია.

"ეკა მჟავანაძეს, სერიალის კასტინგ-მენეჯერს წლებია, "სასოფლოს თეატრიდან" ვიცნობ. ერთხელაც მთხოვა, კასტინგი გამევლო. გავიარე და როლზე დამამტკიცეს. ვარ კვარჩხი კვიჭია. მეგრულად კვარჩხი უკუღმართს ნიშნავს", - ამბობს დავით ჭურღულია.

- კვაზი მანტკავას ერთი შეძახილი და კვიჭიები იქვე ხართ. სულ რამდენი ხართ?

- ოთხი ძმა ვართ, მათ შორის უფროსი მე ვარ... მსახიობობაზე მკითხეთ და სერიალში ჩემი მსახიობობა რა მოსატანია, პროფესიონალები ისე თამაშობენ. დათო კვირცხალიასთან, ქალბატონ თათული დოლიძესთან, ზურა ანთელავასთან კადრში ყოფნისას ჩემს მსახიობობაზე ვილაპარაკო, უხერხულია. უბრალოდ მიხარია, რომ მათთან მოვხვდი, ბედნიერი ვარ, რადგან ამ ადამიანებთან ერთად ვმონაწილეობ ამ პოპულარულ სერიალში. რაც შეეხება თავად სერიალს, ეკრანზე რომ გამოჩნდები, მერე ნარკოტიკივითაა, სულ გინდა და გინდა, რომ იქ იყო, მაგრამ იცით, რომ ეს მთლად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ასევე არის დიდი პასუხისმგებლობაც. მთელ გადამღებ ჯგუფს, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო, რომ შემარჩიეს და ამ ჯგუფში მოვხვდი.

- ისე, ვფიქრობ, არც იგრძნობა, რომ პროფესიით მსახიობი არ ხართ?

- მიხარია, თუ ასეა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, 35-36 წელია სცენაზე ვდგავარ. ეტყობა, ესეც თავისას შვრება. ალბათ რაღაცები ვისწავლე. ამასთან, სერიალში მონაწილეებისგან ბევრს სწავლობ, იმდენად ძლიერი მსახიობები არიან, მათ გვერდით გატარებული ყოველი წუთი ბევრის მომცემია არამარტო მოყვარული მსახიობისთვის, ნებისმიერი პროფესიონალისთვის. სერიალში ბევრია არამსახიობი, რომლებიც ამოცანას თავს შესანიშნავად ართმევენ. გაგრძელება