"კაბინეტში შემიყვანა, კარები ჩაკეტა და კედელთან მიმაყენა"- რას ყვება ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატზე?
01-03-2018
"კაბინეტში შემიყვანა, კარები ჩაკეტა და კედელთან მიმაყენა"- რას ყვება ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატზე?

ტელეკომპანია RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტელეწამყვანი ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთის დუმის დეპუტატს ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა RTVI-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

დეპუტატის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე, 22 თებერვალს, ტელეკომპანია Дождь-ის სიუჟეტში იყო ნათქვამი. ტელეკომპანიამ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია ЛДПР-ის წარმომადგენლის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი რამდენიმე ქალი ჟურნალისტი გახდა, რომლებიც რუსეთის დუმაში იყვნენ აკრედიტირებულნი. სწორედ ამ თემაზე კომენტირებისას აღნიშნა კოტრიკაძემ, რომ ბრალდებების სჯერა, რადგან თავად
გახდა მსგავსი შემთხვევის მსხვერპლი.

კოტრიკაძემ გაიხსენა 2011 წელს მომხდარი შემთხვევა, როცა თბილისში, ტელეკომპანია "პიკში" მუშაობის პერიოდში, ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში გაემგზავრა.

"მე დავურეკე ბატონ სლუცკის რომ ინტერვიუზე შევთანხმებულიყავით, მან კი საკუთარ ოფისში მიმიწვია კამერების გარეშე, რომ განგვეხილა, რა საკითხებზე იქნებოდა ინტერვიუ. როცა მის ოფისში მივედი, კაბინეტში
შემიყვანა, კარები ჩაკეტა და კედელთან მიმაყენა. შემდეგ ხელით მეხებოდა და ცდილობდა ეკოცნა... თავი დავაღწიე და გამოვიქეცი" - აღნიშნა კოტრიკაძემ. განაგრძეთ კითხვა
Sugar
08 მარტი 2018 14:58
ესენი აბსოლუტურად იმსახურებენ ქალისადმი ასეთ დამოკიდებულებას, წესიერ ქალს არავინ გაუბედავს ასეთ რამეს, დღეს კი ამაზე ლაპარაკი პიარია, უკვე გამოიხატება ამ ქალის პიროვნულობა.
41
06 მარტი 2018 09:40
ვაი შენს პატრონს

რედაქტორის რჩევით