7 წელიწადია წვიმის მოსვლა გვწადია... - კვირის პალიტრა

7 წელიწადია წვიმის მოსვლა გვწადია...

ზაფხულობით ინდოეთში მუსონური წვიმების სეზონი იწყება, თუმცა ბოლო 7 წელია სეზონის დადგომა სისტემატურად გვიანდება. წელს არნახული გვალვაა, წვიმა კი

ჯერჯერობით არ ჩანს. არადა, ინდოეთის ბევრ ქალაქსა თუ რეგიონში წყლის ძირითადი წყარო მხოლოდ სეზონური წვიმებია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ადგილობრივი გლეხები ინდუისტი ბრაჰმანების განუწყვეტელ ლოცვასა და მცდელობას, როგორმე "წვიმა მოიყვანონ", აღარ სჯერდებიან და ტაძრებთან უკვე თავადაც ასრულებენ რიტუალებს...