წინ-წინ გასწი, ჩემო ნავო - კვირის პალიტრა

წინ-წინ გასწი, ჩემო ნავო

ოქსფორდის ტრადიციული "ოლიმპიადისთვის" ფულის მოსაგროვებლად უკვე 22 წელია მდინარე ტრედ ეივონზე მუყაოსგან დამზადებული ნავების ყოველწლიური

შეჯიბრება იმართება. გულდაწყვეტილი არავინ რჩება, რადგან ბავშვისთვისა და მოზრდილებისთვის მრავალნაირი პრიზი თამაშდება. ნავი აუცილებლად ადვილად უტილიზებადი მუყაოსგან მზადდება, მაგრამ თუ ჩაძირვას დაიწყებს, "დისკვალიფიკაცია" ელის. ეს "მწვანე დრაკონი" კი ბავშვთა შეჯიბრების ერთ-ერთი გამარჯვებულია.