ბრიტანეთის პრინცის საქველმოქმედო მარცხი - კვირის პალიტრა

ბრიტანეთის პრინცის საქველმოქმედო მარცხი

27 ივნისს პრინცმა ჰარიმ მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში პოლოს საქველმოქმედო მატჩში, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობაში შემავალი აფრიკის ქვეყნის -

ლესოტოს შიდსით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა. ადგილები "ვიპ-ლოჟაში" 20 ათასი დოლარი ღირდა. მაყურებელი იშვიათი სანახაობის მომსწრე გახდა: საკმაოდ ჩაუქ  ტახტის ოფიციალურ მემკვიდრეს მარცხი მოუვიდა - ცხენიდან გადმოვარდა და სწორედ მათ თვალწინ მოადინა ზღართანი.

დარცხვენილმა პრინცმა თამაში ვაჟკაცურად გააგრძელა და ორი გოლიც გაიტანა... მართალია, მისმა გუნდმა 5:6 წააგო, სამაგიეროდ, ჰარიმ ბლომად ფული გადასცა შიდსის ფონდისთვის ლესოტოს პრინც სიისოს, რომლის დედა - ლესოტოს დედოფალი მამოჰატო 7 წლის წინ შიდსით დაიღუპა.