"ლ,ორეალის დედოფლის" უკანასკნელი სიყვარული - კვირის პალიტრა

"ლ,ორეალის დედოფლის" უკანასკნელი სიყვარული

ლილიან ბეტანკური პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია. კომპანია "ლ,ორეალი" მას მემკვიდრეობით გადაეცა მამისაგან - ცნობილი ფრანგი ბიზნესმენის ეჟენ

შულერისაგან.

ლილიანი 1922 წელს დაიბადა და 5 წლის ასაკში დაობლდა. 28 წლისა ცოლად საფრანგეთში ცნობილ და წარმატებულ პოლი

ტიკოს ანდრე ბეტანკურს გაჰყვა. ცოლ-ქმარმა ხუთი ათეული წელი გაატარა ერთად. მათ ერთადერთი შვილი ეყოლათ, რომელსაც ფრანსუაზა დაარქვეს.

ლილიანი სხვა ოლიგარქებისგან თავმდაბლობით გამოირჩევა და არასდროს უსვამს ხაზს თავის სიმდიდრეს. ხალხმრავალ არისტოკრატიულ წვეულებებს ყოველთვის განმარტოებას ამჯობინებს. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ლილიანი მცირედით "გააღარიბა"", ამჟამად ის 17 მილიარდი ევროს მფლობელია.

კარჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, ლილიანი მაინც მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საქმე ის არის, რომ 1987 წელს ლილიანსა და მასზე 23 წლით უმცროს ფოტოგრაფ ფრანსუა-მარი ბანიეს შორის სიყვარულმა იფეთქა.

KvirisPalitra.Geთავიდან მათი ურთიერთობა ყველას ოლიგარქის უბრალო კაპრიზი ეგონა, მაგრამ ის საოცრად მყარი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ლილიანი და ფრანსუა დღემდე ერთად არიან.

ოლიგარქის ერთადერთი ქალიშვილის, ფრანსუაზას რისხვა გამოიწვია ხმებმა, რომ ბეტანკურის მემკვიდრე შეიძლება სწორედ ბანიე გახდეს, ხოლო ქალიშვილს დედის უზარმაზარი ქონებიდან მხოლოდ ”ნამცეცები” შეხვდეს. ბოროტი ენები 87 წლის ლილიანისა და 64 წლის ბანიეს შესაძლო ჯვრისწერაზეც ალაპარაკდნენ, მით უმეტეს, რომ ლილიანი 2007 წელს დაქვრივდა.

ფრანსუაზამ ისიც კი განაცხადა, დედაჩემი სრულ ჭკუაზე აღარ არისო, ბანიეს კი აფერისტი უწოდა და 2009 წლის ბოლოს მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. მილიარდერი ქალბატონის” უკანასკნელი სიყვარული მთელი ფრანგი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

ხათუნა ჩიგოგიძემ