წლის საუკეთესო ფილმი, რეჟისორი, მსახიობები - ვინ გახდნენ "ოსკარის" მფლობელები?
05-03-2018

ლოს-ანჯელესში "ოსკარის" დაჯილდოების 90-ე ცერემონია გაიმართა. წლის ფილმის პრესტიჟული ჯილდო წილად ხვდა გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმას", რომელმაც ასევე გაიმარჯვა წლის რეჟისორის კატეგორიაში.

მსახიობ ქალებს შორის ჯილდო ერგო ფრენსის მაკდორმანდს ფილმში "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე" შესრულებული როლისთვის, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში საუკეთესოდ ბრიტანელი გერი ოლდმანი დასახელდა, უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩერჩილი მძიმე დროება".

მსახიობები სემ როკველი და ელისონ ჯენი მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად აღიარეს.

ანიმაციური ფილმების კატეგორიაში კი ოქროს
ქანდაკება დისნეის ანიმაციას "კოკო" ერგო. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა ესპანურმა ფილმმა "ფანტასტიური ქალი," რომლის რეჟისორიც სებასტიან ლელიოა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით