"ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა"
"ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა"

"წარმოუდგენელი იყო, ვინმეს ჩემთვის რამე აგრესიულად ეთქვა და ეს შეერჩინა"

ესპანური კლუბის, "ბასკონიას" საიტმა კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებ ვრცელი ფილმი მოამზადა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი იხსენებს პირველ ნაბიჯებს კალათბურთში, ლაპარაკობს ოჯახზე, გუნდზე, გვაცნობს საკუთარ შეხედულებებს კალათბურთზე. გთავაზობთ ფრაგმენტსებს ფილმიდან:

თორნიკე შენგელია:
- მამაჩემი კალათბურთელი იყო, მისი თამაშების ყურებით ვისწავლე და შემიყვარდა კალათბურთი. ავიღე მისგან ხასიათი და მენტალიტეტი. ყოველთვის ძლიერად, ენერგიულად თამაშობდა. მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა.

თორნიკეს და, სოფო:
- მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი
ძმა, მეც ვთამაშობდი. ჩვენს ოჯახში ყველა კალათბურთელია, კალათბურთით ვცხოვრობთ.

თორნიკე პატარაობიდანვე ძალიან შეყვარებული იყო კალათბურთზე. არასოდეს დაზარებია, მუდმივად ვარჯიშობდა. პატარაობაშიც ისევე მონდომებით ვარჯიშობდა, როგორც ახლა.

თორნიკე:
- 6 წლიდან კალათბურთით ვიყავი გატაცებული. ბურთის გარეშე ვერ ვჩერდებოდი, როგორც გარეთ ვთამაშობდი, ისე - სახლში. ოთახში ბევრი რამ
მაქვს გატეხილი.

სოფო:
- თორნიკე ყოველთვის გვერდში მიდგას. პატარაობაშიც, წარმოუდგენელი იყო, ვინმეს ჩემთვის თუნდაც რამე აგრესიულად ეთქვა და ეს შეერჩინა. მნიშვნელობა არ ჰქონდა ახლოს იყო, თუ შორს.

თორნიკე:

- ჩემი მეუღლე, სალომე ჯუღელი მეგობრის დღესასწაულზე გავიცანი. გაცნობის მერე, მიმოწერა მქონდა. იგი მოდელი იყო, პარიზში მიდიოდა, მე კი ბელგიაში მივემგზავრებოდი სათამაშოდ. ვაგრძელებდით მიმოწერას "ფეისბუკით".
ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა. საბოლოოდ დავქორწინდით.

ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ორი ვაჟი მყავს. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები