ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში გამოჩნდნენ - კვირის პალიტრა

ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში გამოჩნდნენ

ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა - მომღერალი ინსტაგრამზე მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და პოლიტიკური კომენტარები დაწერა:

"სულ ვცდილობ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი რო ესეთი რეაქცია მოყვა წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რო თუ არ წავლენ უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ჩემი აზრით დღეს რო აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება თქვენ რო არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც ბლიად" - დაწერა თოფურიამ. ამან კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. კომენტარებში მას "მოღალატე" უწოდეს.

ცოტა ხნის წინ კი მოძრაობა "პუტინის გუნდმა" (Putin Team) გაავრცელა ვიდეო და ჰიმნი რუსული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელშიც მომღერლები პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას. მათ შორისაა ქეთა თოფურია, გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, პოლინა გაგარინა, რეპერი ტიმათი და სხვები.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ სოციალურ ქსელებში, მათ შორის უარყოფითი კომენტარები რუსი მოსახლეობის მხრიდან: გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ქვეყნის 25% წაგვართვეს, ოთხოზორია თვალწინ მოგვიკლეს, ტატუნაშვილს რა უქნეს... და პუტინს თურმე არაფერი წაურთმევია..."