მხოლოდ ფოტოებში შემორჩენილი მწვანე თბილისი (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

მხოლოდ ფოტოებში შემორჩენილი მწვანე თბილისი (ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

ბოლო წლების უკონტროლო, დაუსრულებელ და ხშირად უკანონო მშენებლობებს თბილისში უამარავი ხე და სკვერი შეეწირა და კვლავაც ეწირება.

თანდათან სულ უფრო და უფრო ნაკლები ადგილი რჩება ადამიანისთვის ჩვენს დედაქალაქში. ტროტუარებიც ძირითადად მანქანებისგან არის ოკუპირებული და ჩვენთვის ადგილი მხოლოდ ბეტონის მძიმე და ყრუ კედლებს მიღმა რჩება. ყველა თანხმდება, რომ ქალაქი ნელ-ნელა რკინა-ბეტონის ჯუნგლებს ემსგავსება, ამას თითქოს ყველა ვხვდებით, მაგრამ მშენებლობა მაინც არ ჩერდება...

გავიხსენოთ ჩვენი კოპწია, მწვანე და მშვენიერი თბილისი, ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ, ამ ქალაქში ჯერ კიდევ იყო სუნთქვის საშუალება, ახლა კი... იხილეთ ფოტოგალერეა