"39 ჰქონდა სიცხე, მაგრამ რადგან შევპირდი მასწავლებლებლებს, უნდა ვიცეკვოო"- 12 წლის გოგონას გამაოგნებელი შესრულება - კვირის პალიტრა

"39 ჰქონდა სიცხე, მაგრამ რადგან შევპირდი მასწავლებლებლებს, უნდა ვიცეკვოო"- 12 წლის გოგონას გამაოგნებელი შესრულება

12 წლის მოცეკვავე ნატა მაქაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ახალი წლის დადგომა მან მშობლიურ სკოლას, მასწავლებლების თხოვნით, თავისი დადგმული ორიგინალური ცეკვით მიულოცა. აღნიშნული ცეკვის ვიდეო ინტერნეტჰიტი გახდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნატა ფართო საზოგადოებამ პროექტიდან "შენ შეგიძლია ცეკვა" გაიცნო და მის მიერ შესრულებულ ცეკვას ოთხივე წევრი ფეხზე წამოუდგა.

თუ რა ასაკიდან გაუჩნდა ნატას ცეკვის მიმართ ინტერესი და რა გეგმები აქვს მომავალში, ამის შესახებ mshoblebi.ge -ს მოცეკვავის დედა, მაია ტალახაძე ესაუბრება.

- ნატამ ცეკვა ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო. ცეკვა სოფელ კორბოულში ისწავლა. როგორც თვითონ ამბობს, რომელი ცეკვებიც ახლა აქვს და რომელი ცეკვებიც ნახა მაყურებელმა, ეს ყველაფერი მისთვის არის ვარჯიში. გაწელვებს ეძახის თვითონ. მსურს ფორმაში მოვიყვანო სხეულიო. ამ ვარჯიშებით დაიწყო ცეკვების აწყობა. ცეკვა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სწორედ მისი დადგმულია. სკოლაში ტარდებოდა საახლწლო ღონისძიება და რადგან ნატას უყვარს ცეკვა, მასწავლებლებმა სთხოვა, თვითონ დადგი ნომერი და ისე გვიცეკვეო. მოვიდა სახლში, ტამტამი სახლში გვაქვს, მუსიკა აარჩია და საქმეს შეუდგა. ტამტამზეც თავად უკრავს, თვითნასწავლია.

- როგორი იყო მისი რეაქცია, ამხელა პოპულარობა რომ მოუპოვა ცეკვამ?

- ნატამ ძალიან ბევრი იტირა, მართლაც წარმოუდგენელი იყო ამხელა გამოხმაურება,თან იმ დღეს ჰქონდა 39 სიცხე, თავი ტკიოდა, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ რადგან შევპირდი მასწავლებლებლებს, აუცილებლად უნდა ვიცეკვოო.

განაგრძეთ კითხვა