"მე მდიდარი არ ვარ" - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში?
"მე მდიდარი არ ვარ" - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში?
"მე არ ვარ მდიდარი, როგორც ლუკოილის პრეზიდენტი, თუმცა კარგი ცხოვრებისთვის მყოფნის, ჩემი მთავარი ფასეულობა ოჯახი და მეგობრებია" - შაქრო კალაშოვის 2006 წელს სასამართლოზე ნათქვამი სიტყვიდან.

რუსული მედია აქტიურად ავრცელებს ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის, იგივე "შაქრო მალადოის“ რუსეთში მდებარე სახლის ფოტოებს, რომელიც ძვირფასი ნივთებით გადატვირთულ სახლს უფრო ჰგავს.

"ეს სახლი ძვირფასი ნივთების საცავი უფროა, ვიდრე ინტერიერის დიზაინის რომელიმე სტილში მოქცეული სივრცე.
სახლში არის სატრენაჟორო
დარბაზიც, სარდაფში შეგხვდებათ ღვინის მარანი.

ფსიქოლოგიასა და არტ თერაპიაში არის ტერმინი ბიჟუ, ასე ხასიათდება ადამიანი, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს და ძვირფასს ერთდრულად იცვამს. ჰოდა, ეს სახლიც ასეთია. მის პატრონს აშკარად აქვს სურვილი, ხაზი გაუსვას საკუთარ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებს“ - წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა.

როგორც ცნობილია, ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდები"
კანონგარეშედ გამოაცხადა, კალაშოვს წყნეთში "სასახლე" ჩამოართვა, სადაც შსს-ის პანსიონი განათავსა. ბოლო პერიოდში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში ისევ იშენებს სახლს. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: როგორი იქნება ქალის გამო შარში გახვეული კალაშოვის საბოლოო ვერდიქტი?! - "ბოსების ბოსის" საქმის დეტალები


ეკა გადახაბაძე

...
25 აგვისტო 2018 10:51
ვფიქრობ ქვაფენილი ყინვა გამძლეა და მანქანებს უადვილებს ყინვის დროს მოძრაობას
Rezi
23 ივნისი 2018 01:45
Tbiliseli qurti bichia, rlgorc chveni zmebis qurtebis umetesoba im periodshi albat gachirvebit cxovrobda, myavda mezoblebi saocrad kargi xalxi ert otaxian sardafshi ojaxma samk vazhi da erti qalishvili gazardes erti meoreze uketesebi yvelam umaglesi ganatleba miigo da daifantnen vin sad vin sad. Dgesac monatrebit vixseneb yvela matgans. Shaqrom sxva gza airchia tumca rac airchia faqtia rom tavis saqmeshi magaria. Cxovreba moklea da is rac bavshvobashi aklda axla akompensirebs. Chemis azrit meti mosdis magram me me var shaqro shaqroa.
Me arc mshurs misi qonebis da arc vasamartleb.
დავითი
03 აპრილი 2018 13:13
გოიმობაა თუ საზიზღრობა, ეს მეორე თემაა, მთავარია რომ ეს ძვირი ღირს, და ამ დროს თვალთმაქცურად რომ აცხადებს მდიდარი არ ვარო, ესაა მთავარი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები