"მე მდიდარი არ ვარ" - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში? - კვირის პალიტრა

"მე მდიდარი არ ვარ" - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში?

"მე არ ვარ მდიდარი, როგორც ლუკოილის პრეზიდენტი, თუმცა კარგი ცხოვრებისთვის მყოფნის, ჩემი მთავარი ფასეულობა ოჯახი და მეგობრებია" - შაქრო კალაშოვის 2006 წელს სასამართლოზე ნათქვამი სიტყვიდან.

რუსული მედია აქტიურად ავრცელებს ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის, იგივე "შაქრო მალადოის“ რუსეთში მდებარე სახლის ფოტოებს, რომელიც ძვირფასი ნივთებით გადატვირთულ სახლს უფრო ჰგავს.

"ეს სახლი ძვირფასი ნივთების საცავი უფროა, ვიდრე ინტერიერის დიზაინის რომელიმე სტილში მოქცეული სივრცე.

სახლში არის სატრენაჟორო დარბაზიც, სარდაფში შეგხვდებათ ღვინის მარანი.

ფსიქოლოგიასა და არტ თერაპიაში არის ტერმინი ბიჟუ, ასე ხასიათდება ადამიანი, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს და ძვირფასს ერთდრულად იცვამს. ჰოდა, ეს სახლიც ასეთია. მის პატრონს აშკარად აქვს სურვილი, ხაზი გაუსვას საკუთარ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებს“ - წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა.

როგორც ცნობილია, ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდები" კანონგარეშედ გამოაცხადა, კალაშოვს წყნეთში "სასახლე" ჩამოართვა, სადაც შსს-ის პანსიონი განათავსა. ბოლო პერიოდში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში ისევ იშენებს სახლს. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: როგორი იქნება ქალის გამო შარში გახვეული კალაშოვის საბოლოო ვერდიქტი?! - "ბოსების ბოსის" საქმის დეტალები

ეკა გადახაბაძე