ნაომის კვლავ შეუძლია ცხოვრებით ტკბობა! - კვირის პალიტრა

ნაომის კვლავ შეუძლია ცხოვრებით ტკბობა!

ნაომი ჰააგაში სამხედრო დანაშაულებათა საერთაშორისო სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო ჩვენების მისაცემად და დაედასტურებინა, აჩუქა თუ არა მას 1997 წელს

ლიბერიელმა ტირანმა ჩარლზ ტეილორმა (რომელსაც ომის გაჩაღება და ალმასებით უკანონო ვაჭრობა ჰბრალდება) დიდი ე.წ. "სისხლიანი  ბრილიანტი" ნელსონ მანდელასთან ერთად საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისას. როგორც ახლახან ტეილორის ბრალმდებლებმა განაცხადეს, ნაომი დაამტკიცებს, რომ "სისხლიანი ბრილიანტი" არ მიუღია...

გახარებულმა "შავმა ავაზამ" ცოტა წაიმუშავა და დასასვენებლად და ნერვების დასამშვიდებლად ფრანგული რივიერის ლაჟვარდოვან სანაპიროს რუს საქმროსთან - ვლადისლავ დორონინთან ერთად მიაშურა. მასპინძლობას მათ საკუთარ 50-მილიონიან იახტაზე მეგობარი - სავაჭრო ქსელ თოპსჰოპ-ის მფლობელი  ფილიპ გრინი უწევთ. 40 წლის მოდის დედოფალმა განსაკუთრებით 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მოილხინა - შამპანურის წვიმაში იბანავა.