ევა ლონგორიამ სიბენიკი "დაიპყრო" - კვირის პალიტრა

ევა ლონგორიამ სიბენიკი "დაიპყრო"

ჰოლივუდის 35 წლის ვარსკვლავი ევა ლონგორია თავის 28 წლის ქმართან  NBA-სა და საფრანგეთის კალათბურთის ნაკრების სუპერვარსკვლავ ტონი პარკერთან ერთად

დასასვენებლად ხორვატიას ეწვია. ვარსკვლავური წყვილი ამჟამად ევროპის გარშემო მოგზაურობს იახტით (ვენეციით დაიწყეს), ახლახან კი თავისი 41 მ სიგრძის მდიდრული გემით ევამ და ტონიმ ხორვატიული კურორტი სიბენიკი "აიღეს".

საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნის მიუხედავად, ლონგორია "სანიმუშო ტურისტი" გამოდგა და ტურისტულ ჯგუფებთან ერთად ისტორიული ადგილები გულდასმით დაათვალიერა. ევას თქმით, გიდების არც ერთი სიტყვა არ გამოუტოვებია და თავადაც პაპარაცად იქცა - ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუშვია და ყველაფრის გადაღებას ცდილობს.