ჰოლი ბერი - შავტუხა მზეთუნახავი - კვირის პალიტრა

ჰოლი ბერი - შავტუხა მზეთუნახავი

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ჰოლი ბერი მაიამის პლაჟების ერთგულია. პაპარაცებმა შავტუხა მზეთუნახავი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი

ამჯერად უცნობ თეთრკანიან მამაკაცთან ერთად "დააფიქსირეს".

საქმე ის არის, რომ ამას წინათ ჰოლი ბერი გაბრიელ ობრის დაშორდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდი ხნით. ჰოლის სამთვიანი გადაღებები ეწყება სამხრეთ აფრიკაში, თავის პატარა გოგონა ნალის კი ვერავის უტოვებს. ჰოდა, გაბრიელმა, ანუ ნალის მამამ, გადაღებებზე...

ძიძად გაყოლა შესთავაზა და თანხმობას ელის! ჰოდა, მთელი ჰოლივუდი დარწმუნებულია, რომ "გარიგება" შედგება და უკვე იმაზე ხითხითებენ, რა ბეჯითად შეასრულებს თავის "მოვალეობას" ახალი ძიძა იმ დიდ სახლში, რომელიც აფრიკაში პროდიუსერებმა სუპერვარსკვლავს უქირავეს.