როგორ გამოიყურება "შერეკილების" მარგალიტა დღეს, არიადნა შენგელაია 81 წლისაა - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება "შერეკილების" მარგალიტა დღეს, არიადნა შენგელაია 81 წლისაა

ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს ელდარ შენგელიას ფილმი " შერეკილები", სადაც მთავარ როლს რეჟისორის იმჟამინდელი მეუღლე, მსახიობი არიადნა შენგელაია ასრულებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმში ერთადერთი ქალი პერსონაჟი სწორედ არიადნა შენგელაიას გმირი - მარგალიტა ამყოლაძეა. დღეს არიადნა შენგელაია 81 წლისაა.

ვიდრე შერეკილებში გადაიღებდნენ მას საბჭოთა კავშირის მასშტაბით უკვე უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი საბჭოთა მსახიობად მიიჩნეოდა.

არიადნა შენგელაია 1937 წელს ტაშკენტში დაიბადა. მამამისი წარმოშობით გერმანელი რუსი გახლდათ, რომელსაც გერმანული წარმომავლობის გამო საფრთხე ემუქრებოდა და მათი ოჯახი ტაშკენტში გადასახლდა. სწორედ მაშინ დაიბადა არიადნა. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ტაშკენტიდან მოსკოვში დაბრუნდნენ.

სამსახიობო განათლება არიადნამ მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიიღო. სწორედ ინსტიტუტიდან იღებდნენ მას ფილმებში, ითამაშა ისეთი როლები, რომლებზეც ყველა დროის უამრავი მსახიობი ოცნებობს და ოცნებობდა. გამორჩეულია - ტატიანა ლარინა ფილმიდან "ევგენი ონეგინი" და სხვა.

სულ მალე არიადნა შენგელაია საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ხდება. 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში ის საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო. (იხილეთ სრულად)