მეგან ფოქსი - დასვენება... გათხოვებით! - კვირის პალიტრა

მეგან ფოქსი - დასვენება... გათხოვებით!

ჰოლივუდის ვარსკვლავს, 26 წლის მსახიობ მეგან ფოქსს, რომელიც ჰავაის კუნძულებზე სერიალ "ბევერლი-ჰილზის" ვარსკვლავ ბრაიან ოსტინ გრინთან ერთად

ისვენებდა, ორი ამბავი შეემთხვა - კარგი და ცუდი. კარგი ის არის, რომ ფოქსმა და გრინმა, რომლებიც ერთმანეთს 2004 წლიდან ხვდებიან, ბოლოს და ბოლოს აქვე, კუნძულზე იქორწინეს. ქორწილს მხოლოდ უახლოეს მეგობართა და ნათესავთა ვიწრო წრე დაესწრო. ცუდი ამბავი კი ისაა, რომ მეგანმა ბრაიანის მორთმეული ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ჭყუმპალაობისას დაკარგა, როგორც ჩანს, ოკეანის ტალღებს გაატანა...