"ფანტომასის მანქანა" - ყველასათვის - კვირის პალიტრა

"ფანტომასის მანქანა" - ყველასათვის

ამერიკული კომპანია თერრაფუგია პირველი მფრინავი ავტომობილის სერიულ წარმოებას იწყებს, რომლის გამოცდა 2008 წლიდან მიმდინარეობდა. მფრინავი ავტო უკვე

შეუკვეთა 70-მა კაცმა (მფრინავი ავტომობილი სულ 194 ათასი ღირს). ავტომობილის საფრენ მდგომარეობაში მოყვანა - დაკეცილი ფრთების გაშლა  მძღოლს მანქანიდან გადმოუსვლელად, რამდენიმე წუთში შეუძლია. გზაზე ავტომობილის სიჩქარე 100 კმ/სთ-ია, ჰაერში - 185 კმ/სთ.