ქალებმა შური ვერ იძიეს - კვირის პალიტრა

ქალებმა შური ვერ იძიეს

ახალ ამერიკულ სპორტის სახეობაში - "როლერ დერბიში" ბერლინის "როლერდრომზე" გერმანელ და ინგლისელ ქალთა გუნდები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით

- ერთმანეთს დაეჯახნენ: თამაშის არსი გორგოლაჭებიანი მოწინააღმდეგეების სარბიელიდან გადაყრაა. ჯანიან ქალებს თავზე ჩაფხუტები ახურავთ, "რბილი ადგილები" კი უხიფათოა... სამწუხაროდ, ინგლისელმა ქალებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გერმანელებთან სასტიკი მარცხისთვის (1:4) მამაკაცთა ნაცვლად შური ვერ იძიეს...