როგორ გამოიყურებოდა სირია სამოქალაქო ომამდე და ომის შემდეგ (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურებოდა სირია სამოქალაქო ომამდე და ომის შემდეგ (+ ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

14 აპრილს სირიაში, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ავიადარტყმა განახორციელეს. საინფორმაციო სააგენტოების გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია, რომ საერთაშორისო კოალიციის სამიზნე დამასკოს მახლობლად მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გახდა.

ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სათავეს 2011 წლის 15 მარტს დაწყებული საპროტესტო აქციებიდან იღებს.

სირიაში დაწყებული აქციები იყო უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის ნაწილი, რომელიც ცნობილია "არაბული გაზაფხულის“ სახელით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, რომლის ოჯახიც სირიას 1971 წლიდან მართავს.

გთავაზობთ ფოტოგალერეას, როგორ გამოიყურებოდა სირია 2011 წლამდე და დღეს, სამოქალაქო ომის შემდეგ:

სირია სამოქალაქო ომამდე და ომის შემდეგ

ეკა გადახაბაძე