The Guardian: საქართველო - ალპების ალტერნატივა - კვირის პალიტრა

The Guardian: საქართველო - ალპების ალტერნატივა

სვანეთი ოც ევროპულ ტურისტულ მარშრუტში

ბრიტანული გამოცემა «The Guardian» აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ჩამოთვლილია ევროპის 20 ტურისტული მიმართულება, სადაც შეიძლება მოგზაურმა განუმეორებელი შთაბეჭდილებები მიიღოს - ესპანეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ჩერნოგორიაში, საფრანგეთში, ალბანეთში და ა.შ. ტურისტულ მარშრუტებში მოხსენიებულია საქართველოც (ავტორი - ჯემა ბოუზი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

საქართველო - ალპების ალტერნატივა

ფეხით სოფლიდან სოფელში, თავბრუდამხვევი პეიზაჟები... კავკასიის სვანეთის რეგიონში ყოფნისას თქვენ, სავარაუდოდ, კითხვა გაგიჩნდებათ, თუ რატომ იყავით მხოლოდ ალპებით დაინტერესებული, როცა უკეთესი ადგილი საქართველოშია. აქაური საჭმელი ძალიან გემრიელი და იაფია, მცხოვრებლები წარმოუდგენლად სტუმართმოყვარენი არიან, გაგიმასპინძლდებიან ადგილობრივი თვითნახადი არყით - ჭაჭით და ამ დროს ზემოდან დაგცქერით 4 ათას მეტრ სიმაღლეზე ცაში აზიდული ყინულოვანი მწვერვალები, ალპებზე ბევრად მაღალი. კომპანია Travel local-ს აქვს სამოგზაურო პაკეტები, რომელიც იწყება ქუთაისში, ფერმერების ბაზრიდან, სანამ მესტიაში - სვანეთში გაემგზავრებოდეთ. სვანეთი მსოფლიოშია ცნობილი თავისი თავდაცვითი კოშკებითა და შხარას მყინვარით.

სტატიაში ნაჩვენები მოგზაურობის ღირებულება სტერლინგებში და საქართველოში ჩასვლის ავიამარშრუტი, კომპანია Wizz Air-ის მეშვეობით. წყარო

იხილეთ ასევე: "ისეთი გემრიელია, ჭამას დაიწყებთ და ვეღარც გაჩერდებით" - რას წერს The New York Times ქართულ წითელ ლობიოზე?